სისტემური ოჯახური თერაპია Systemic Familytherapy
მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის მიერ EAP-ის წყაროზე დაყრდნობით.

სისტემური ოჯახური თერაპია წარმოადგენს სისტემურ მიდგომაზე დაფუძნებულ ფსიქოთერაპიის დამოუკიდებელ მეთოდს. მეთოდის მთავარი სამოქმედო არეალია ოჯახი და ინდივიდის სხვა კავშირები.  შესწავლილი და დადასტურებულია ამ მიდგომის ეფექტურობა სპეციფიკური გარემოებების ფართო სპექტრში.

  • ოჯახზე ორიენტირებული თერაპიული მუშაობა მნიშვნელოვანია არაერთი იმგვარი პრობლემის თავიდან ასაცილებლად, რომელიც შეიძლება გახდეს დაბრკოლება სოციუმისთვის  .
  • ოჯახური თერაპია მოიაზრება, როგორც მაღალი ეფექტურობის მქონე მიდგომა მრავალი ემოციური და ბიჰევიორალური პრობლემის პრევენციისა და მკურნალობისთვის  ბავშვებსა და მოზარდებში.
  • ოჯახური თერაპია ეხმარება ოჯახის წევრებს საკუთარი რესურსების სწორად გამოყენებაში, ასევე, ერთმანეთის მხარდაჭერაში სხვადასხვა კრიზისული ვითარების დროს, მათ შორის მოიაზრება მენტალური და ფიზიკური დაავადებებიც.
  • სათანადო განათლების მქონე ოჯახურ თერაპევტს და სისტემურ კონსულტანტს შეუძლიათ მუშაობა მრავალგვარ პრობლემურ შემთხვევაზე ორიენტირებით ორგანიზაციებთან და ჯგუფურ წარმონაქმნებთან მუშაობისას, სადაც ისინი გააუმჯობესებენ ჯგუფურ მუშაობასა და პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულ შრომით პროცესს. ოჯახური თერაპევტების სამოქმედო სფეროა ასევე კონფლიქტების გადაჭრა,  მოლაპარაკების პროცესები, სოციალური და პოლიტიკური კრიზისები.
სისტემური პერსპექტივა ფართო გაგებით ემსახურება სოლიდარულობის გაძლიერებას, ტოლერანტულობის, ნდობისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას, ჯანსაღი საზოგადოების ფუნდამენტის შექმნას.

სისტემური ოჯახური თერაპია ერთ-ერთია EAP-ის მიერ აღიარებულ ვალიდურ მოდალობებს შორის.

სრული ინფორმაცია ვალიდური მოდალობების შესახებ იხილეთ ბმულზე.

აიმაღლე ცოდნა ფსიქოთერაპიის შესახებ და იყავი დაცული არავალიდური პრაქტიკისაგან!

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:



როგორ ყალიბდება ფსიქოთერაპიის პროფესიული სტანდარტები ევროპაში, ვინ
განსაზღვრავს, თუ როგორ და რა გზით უნდა განვითარდეს ფსიქოთერაპია,
როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო დარგი? და რატომ შეიძლება ამ
გადაწყვეტილებებს პირდაპირი გავლენა ჰქონდეს საქართველოს
ფსიქოთერაპიის მომავალზეც?

როგორ ყალიბდება ფსიქოთერაპიის პროფესიული სტანდარტები ევროპაში, ვინ განსაზღვრავს, თუ როგორ და რა გზით უნდა განვითარდეს ფსიქოთერაპია, როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო დარგი? და რატომ შეიძლება ამ გადაწყვეტილებებს პირდაპირი გავლენა ჰქონდეს საქართველოს ფსიქოთერაპიის მომავალზეც?



EAP-ის ეთიკური
გაიდლაინების კომიტეტი


ენვერ ჩესკო, პაზ კარდინი, ჟოზე კასტილო,
ჰანა სკრიბრანოვა და ანანო ნიაური,კორტნი იანგთან
ერთად,


25 ივლისი, 2025
1
. ფსიქოთერაპიული მკურნალობა, მომსახურება, პირველ რიგში, ეფუძნება
ადამიანებს (პაციენტი/კლიენტი და ფსიქოთერაპევტი) შორის ურთიერთობის
ხარისხსა და უსაფრთხოებას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის
კეთილდღეობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის
ხელშეწყობას.

EAP-ის ეთიკური
გაიდლაინების კომიტეტი

ენვერ ჩესკო, პაზ კარდინი, ჟოზე კასტილო,
ჰანა სკრიბრანოვა და ანანო ნიაური,
კორტნი იანგთან ერთად,

25 ივლისი, 2025

1 . ფსიქოთერაპიული მკურნალობა, მომსახურება, პირველ რიგში, ეფუძნება ადამიანებს (პაციენტი/კლიენტი და ფსიქოთერაპევტი) შორის ურთიერთობის ხარისხსა და უსაფრთხოებას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის კეთილდღეობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობას.