როგორ ყალიბდება ფსიქოთერაპიის პროფესიული სტანდარტები ევროპაში

როგორ ყალიბდება ფსიქოთერაპიის პროფესიული სტანდარტები ევროპაში, ვინ განსაზღვრავს, თუ როგორ და რა გზით უნდა განვითარდეს ფსიქოთერაპია, როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო დარგი? და რატომ შეიძლება ამ გადაწყვეტილებებს პირდაპირი გავლენა ჰქონდეს საქართველოს ფსიქოთერაპიის მომავალზეც?

2026 წლის 12 მარტს გაიმართა ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის (EAP) ეროვნული ქოლგა ორგანიზაციების კომიტეტის (NUOC) მორიგი სხდომა.

სხდომაში საქართველოს ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგის სახელით მონაწილეობდა ეროვნული დელეგატი მაია (მარინე) ბეგაშვილი.

სხდომაში მონაწილეობდნენ ევროპული ფსიქოთერაპიული სივრცის წამყვანი წარმომადგენლები, ირენა ბეზიჩი (NUOC-ის თავმჯდომარე), ენვერ ჩესკო (KAP), ტომ ვარნეკე (გენერალური მდივანი), ბრუნო ვან დენ ბოში (EAP, EA ბელგია), ვიბეკე ლუბანსკი (NUO/NAO დანია), მაია ბეგაშვილი (NUO საქართველო) და სხვა ეროვნული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და EAP-ის მმართველი სტრუქტურების წევრები.

შეხვედრაზე განხილული საკითხები სცდებოდა მხოლოდ ორგანიზაციულ ან ადმინისტრაციულ თემებს. დისკუსიის ცენტრში მოექცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა თანამედროვე ევროპული ფსიქოთერაპიისთვის:

როგორ უნდა განვითარდეს ფსიქოთერაპია, როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო, აკადემიური და პროფესიული დარგი?  სხდომაზე ხაზი გაესვა პრინციპს, რომლის მიხედვითაც თითოეულ ქვეყანას შეუძლია ჰქონდეს მხოლოდ ერთი ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია (NUO/NAO), რომელიც პროფესიის ეროვნულ წარმომადგენლობას უზრუნველყოფს ევროპულ ასოციაციაში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეროვნული პროფესიული სტრუქტურების გაძლიერებას, რადგან სწორედ ძლიერი ეროვნული ორგანიზაციები განიხილება ევროპული პროფესიული თვითრეგულაციისა და განვითარების საფუძვლად. კიდევ ერთხელ გამოიკვეთა მნიშვნელოვანი პოზიცია: ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაცია (EAP) ტრადიციულად თანამშრომლობს ეროვნულ ქოლგა ორგანიზაციებთან რადგან სწორედ ქოლგა ორგანიზაციები უზრუნველყოფენ პროფესიის ფართო წარმომადგენლობასა და სხვადასხვა მოდალობების ინტეგრაციას.

სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას: გერმანიის მაგალითზე განხილულ იქნა სახელმწიფო რეგულირების ძლიერი მოდელი, სადაც ფსიქოთერაპევტის პროფესიული სტატუსი მაღალი ხარისხით არის დაცული. ამავე დროს აღინიშნა, რომ ევროპაში არსებობს რეგულირების სხვადასხვა მოდელი: ზოგ ქვეყანაში პროფესიას არეგულირებს სახელმწიფო, პასუხისმგებელი ჯანდაცვის სამინისტრო, ხოლო ზოგ შემთხვევაში ფსიქოთერაპია კვლავაც არ არის სათანადოდ რეგულირებული.

დისკუსიამ წარმოაჩინა მნიშვნელოვანი პროფესიული დილემა: ცუდად შემუშავებული რეგულაცია ყოველთვის სჯობს თუ არა რეგულაციის არქონას? კომიტეტის წევრების შეფასებით, ზოგ შემთხვევაში არასრულყოფილი რეგულაცია შესაძლოა უფრო დიდ რისკებს ქმნიდეს პროფესიისთვის, ვიდრე რეგულაციის არარსებობა. 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფსიქოთერაპიული ინსტიტუტების, ეროვნული ორგანიზაციებისა და საერთაშორისო აკრედიტაციის სისტემებს შორის ურთიერთობას. განიხილეს შემთხვევები, როდესაც ზოგი სასწავლო სივრცე არ ახალისებს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ჩართვას ეროვნულ პროფესიულ გაერთიანებებში (NUO/NAO), რაც პროფესიის კონსოლიდაციისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად შეფასდა.

კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროფესიის მდგრადი განვითარება შეუძლებელია ძლიერი ეროვნული პროფესიული გაერთიანებების გარეშე.

სხდომაზე ფართოდ განიხილეს ფსიქოთერაპიის სამართლებრივი სტატუსი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. 

ლატვია - პროფესიული სტანდარტები რიგ შემთხვევებში უფრო მკაცრია, ვიდრე EAP-ის მოთხოვნები.

ავსტრია - ფსიქოთერაპიის განათლება აქტიურად გადადის საუნივერსიტეტო სისტემაში. სახელმწიფო უნივერსიტეტები უკვე ყალიბდებიან ფსიქოთერაპიული განათლების მთავარ ცენტრად, რაც პროფესიის აკადემიური დამოუკიდებლობის მნიშვნელოვან გაძლიერებად შეფასდა.

პოლონეთი - ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ პროფესიად რეგულირების შემდეგ, დღის წესრიგში დადგა ფსიქოთერაპიის, როგორც ცალკე პროფესიის სამართლებრივი აღიარების საკითხი.

სლოვენია - მიღებულია ფსიქოთერაპიის მარეგულირებელი კანონი, თუმცა პროფესიული საზოგადოება კვლავ განიხილავს მის შეზღუდვებსა და განვითარების შესაძლებლობებს.

სერბეთი - პროფესიული და საზოგადოებრივი დებატები განსაკუთრებით აქტიურ ფაზაშია, რაც ფსიქოთერაპიის სამართლებრივი სტატუსის გარშემო მიმდინარე ცვლილებებს უკავშირდება.

სხდომამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ დღეს ევროპაში ფსიქოთერაპიის მთავარი გამოწვევა აღარ არის მხოლოდ თეორიების შედარება. მთავარი საკითხია: როგორ შევინარჩუნოთ ფსიქოთერაპია, როგორც დამოუკიდებელი პროფესია? როგორ დავიცვათ პროფესიული სტანდარტები? როგორ შევქმნათ ისეთი ეროვნული და საერთაშორისო სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც პროფესიის ავტონომიას, ისე საზოგადოების ინტერესების დაცვას?

სწორედ ამ კითხვებზე პასუხების ძიება განსაზღვრავს ევროპული ფსიქოთერაპიის მომავალს. და სწორედ ამ პროცესის ნაწილია საქართველოც.

ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგის, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის სახით გვაქვს პატივი 2014 წლიდან უზრუნველვყოთ ქართულ პროფესიულ ფსიქოთერაპიულ საზოგადოების ჩართვა და უწყვეტი მონაწილეობა საერთაშორისო სტანდარტების და გაიდლაინების შემუშავებაში.

ფსიქოთერაპიის მომავალი იქმნება მაშინ, როდესაც პროფესიული საზოგადოება ერთიანდება საერთო ღირებულებების, სტანდარტებისა და ხედვის გარშემო.

 

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:



EAP-ის ეთიკური
გაიდლაინების კომიტეტი


ენვერ ჩესკო, პაზ კარდინი, ჟოზე კასტილო,
ჰანა სკრიბრანოვა და ანანო ნიაური,კორტნი იანგთან
ერთად,


25 ივლისი, 2025
1
. ფსიქოთერაპიული მკურნალობა, მომსახურება, პირველ რიგში, ეფუძნება
ადამიანებს (პაციენტი/კლიენტი და ფსიქოთერაპევტი) შორის ურთიერთობის
ხარისხსა და უსაფრთხოებას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის
კეთილდღეობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის
ხელშეწყობას.

EAP-ის ეთიკური
გაიდლაინების კომიტეტი

ენვერ ჩესკო, პაზ კარდინი, ჟოზე კასტილო,
ჰანა სკრიბრანოვა და ანანო ნიაური,
კორტნი იანგთან ერთად,

25 ივლისი, 2025

1 . ფსიქოთერაპიული მკურნალობა, მომსახურება, პირველ რიგში, ეფუძნება ადამიანებს (პაციენტი/კლიენტი და ფსიქოთერაპევტი) შორის ურთიერთობის ხარისხსა და უსაფრთხოებას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის კეთილდღეობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობას.

2021 წლიდან საქართველოს
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის სახით ჰყავს ეროვნული ქოლგა
ორგანიზაცია დარგის ევროპულ ფლაგმანში.
რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ფსიქოთერაპიის ქართული
ფედერაციის მიერ ქოლგა ორგანიზაციის სტატუსის მოპოვება და რა შანსს
აძლევს მისი ნაციონალური წარმომადგენლობის არსებობა ფსიქოთერაპევტთა
ევროპულ ასოციაციაში (EAP) ჩვენს ქვეყანას?


1. ეს ნიშნავს, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს კონსულტაციური
სტატუსის მქონე ორგანიზაციის -  EAP ნაწილი. EAP - ფსიქოთერაპიის
ევროპული ასოციაცია არის ორგანიზაცია, რომელიც წარმართავს ევროპაში
ფსიქოთერაპიის დარგს, აერთიანებს 41 ქვეყანას და 120 000
სპეციალისტს.
2021 წლიდან საქართველოს ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის სახით ჰყავს ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია დარგის ევროპულ ფლაგმანში.
რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის მიერ ქოლგა ორგანიზაციის სტატუსის მოპოვება და რა შანსს აძლევს მისი ნაციონალური წარმომადგენლობის არსებობა ფსიქოთერაპევტთა ევროპულ ასოციაციაში (EAP) ჩვენს ქვეყანას?

1. ეს ნიშნავს, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს კონსულტაციური სტატუსის მქონე ორგანიზაციის -  EAP ნაწილი. EAP - ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია არის ორგანიზაცია, რომელიც წარმართავს ევროპაში ფსიქოთერაპიის დარგს, აერთიანებს 41 ქვეყანას და 120 000 სპეციალისტს.