Dendroni Alumni ქსელის ჩამოყალიბება

კვალიფიციური ფსიქოთერაპიის ხელშეწყობისათვის საქართველოში დენდრონმა ჩამოაყალიბა ალუმნების პირველი პროფესიონალური ქსელი ფსიქოთერაპიაში.
Dendroni Alumni ქვეყნის მასშტაბით კვალიფიციურ ფსიქოთერაპევტთა და ფსიქოკონსულტანტთა პირველი ქსელია, რომელიც აერთიანებს ფსიქოთერაპიის და კონსულტირების პოსტდიპლომური პროგრამების კურსდამთავრებულებს.

ალუმნების ქსელში ერთიანდებიან:

ქსელში გასაწევრიანებლად გადადით ბმულზე და შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

ალუმნების ქსელი დენდრონის ოფიციალური პროფესიული საზოგადოებაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს კურსდამთავრებულებს კარიერის დაგეგმვასა და პროფესიულ წრეებში ინტეგრირებაში, მხარი დაუჭიროს დარგის განვითარებას, ეთიკური და კვალიფიციური ფსიქოთერაპიის იდეას, დარგში მოღვაწე სპეციალისტების უწყვეტ პროფესიულ ზრდას, ახალ გამოწვევებთან ადაპტირებას და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის განახლებად ინფორმაციაზე წვდომას.

დენდრონის ალუმნების ქსელში გაწევრიანება შეუძლია ყველა კურსდამთავრებულს, რომელიც განცხადებით მომართავს ორგანიზაციას.
ბეჭდვა