განტვირთვის და შემეცნების კვირეული

დენდრონის კინო კლუბი ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს უქმეები გაატაროს ნაყოფიერად მეგობრულ და პროფესიონალი მენტორებით დაკომპლექტებულ გარემოში.

• იყო კინომოყვარული არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ნახო ათასობით კინო ნამუშევარი და მისი დასრულებისთანავე შეწყვიტო ფიქრი ნანახის შესახებ.

• იყო კინო მოყვარული ნიშნავს უყურო ყოველ ეპიზოდს გონების თვალით გამოთქვა ჯანსაღი აზრი განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩაწვდე რეჟისორის შენიღბულ ჩანაფიქრს. პირველი ფილმი, რომელიც თქვენთვის შევარჩიეთ, არის რეალურ ისტორიაზე შექმნილი - სტენფორდის ციხის ექსპერიმენტის საფუძველზე აგებული დრამა "ექსპერიმენტი".

ფილმის დასრულების შემდეგ მენტორი განიხილავს:

1) რა გავლენას ახდენს ძალაუფლების შეგრძნება ადამიანზე

2) რას ნიშნავს, იყო თავისუფალი პიროვნება.

ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა დენდრონში, 27 იანვარს 17:30 საათზე მოეწყობა. 

დასწრება თავისუფალია.

განხილვას გაუძღვება: ნინო კობახიძე - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი. ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების მაგისტრი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის კურსდამთავრებული. პროფესიული ფსიქოთერაპიული ლიგის (PPL) კონსულტანტი წევრი, საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების წევრი ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის ხელმძღვანელი.

ბეჭდვა