ფსიქოთერაპიის სამართლებრივი და ეთიკური საფუძვლები

სისტემური ოჯახური თერაპია Systemic Familytherapy
მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის მიერ EAP-ის წყაროზე დაყრდნობით.

სისტემური ოჯახური თერაპია წარმოადგენს სისტემურ მიდგომაზე დაფუძნებულ ფსიქოთერაპიის დამოუკიდებელ მეთოდს. მეთოდის მთავარი სამოქმედო არეალია ოჯახი და ინდივიდის სხვა კავშირები.  შესწავლილი და დადასტურებულია ამ მიდგომის ეფექტურობა სპეციფიკური გარემოებების ფართო სპექტრში.

  • ოჯახზე ორიენტირებული თერაპიული მუშაობა მნიშვნელოვანია არაერთი იმგვარი პრობლემის თავიდან ასაცილებლად, რომელიც შეიძლება გახდეს დაბრკოლება სოციუმისთვის  .
  • ოჯახური თერაპია მოიაზრება, როგორც მაღალი ეფექტურობის მქონე მიდგომა მრავალი ემოციური და ბიჰევიორალური პრობლემის პრევენციისა და მკურნალობისთვის  ბავშვებსა და მოზარდებში.
  • ოჯახური თერაპია ეხმარება ოჯახის წევრებს საკუთარი რესურსების სწორად გამოყენებაში, ასევე, ერთმანეთის მხარდაჭერაში სხვადასხვა კრიზისული ვითარების დროს, მათ შორის მოიაზრება მენტალური და ფიზიკური დაავადებებიც.
სისტემური პერსპექტივა ფართო გაგებით ემსახურება სოლიდარულობის გაძლიერებას, ტოლერანტულობის, ნდობისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას, ჯანსაღი საზოგადოების ფუნდამენტის შექმნას.

სისტემური ოჯახური თერაპია ერთ-ერთია EAP-ის მიერ აღიარებულ ვალიდურ მოდალობებს შორის.

სრული ინფორმაცია ვალიდური მოდალობების შესახებ იხილეთ ბმულზე.

აიმაღლე ცოდნა ფსიქოთერაპიის შესახებ და იყავი დაცული არავალიდური პრაქტიკისაგან!
ბეჭდვა