ფსიქოთერაპიის სამართლებრივი და ეთიკური საფუძვლები

EAIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია
მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის მიერ EAIP-ის ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით.

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია EAIP არის ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაცია, რომელიც ერთიანდება ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ქვეშ და წარმართავს ინტეგრირებულ ფსიქოთერაპიას ევროპაში.
EAIP დაარსდა 1993 წელს და მიზნად დაისახა ევროპაში ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის განვითარების ხელშეწყობა და ამ მისი მნიშვნელობის წარმოჩენა ფსიქოთერაპიის მიმართულებათა შორის.

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიზნებია:
ინტეგრირებულ ფსიქოთერაპიაში პოსტდიპლომური და პოსტკვალიფიკაციური ტრენირების გაძლიერება.
კლინიკური და ეთიკური პრაქტიკის უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობა.

ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის თეორიასა და პრატიკაში კვლევისა და განათლების მიღების ხელშეწყობა.
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ტრენირების პროგრამების სააკრედიტაციო პროცესის წარმოება EAIP ორგანიზაციებისათვის.
სუპერვიზორებისა და ტრენერების კვალიფიკაციის ამაღლება ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის მიდგომების მიხედვით.

EAIP-ის უფლებამოსილებებია:

EAIP-ის ეგიდით ევროპის მასშტაბით ფუნქციონირებს ინტეგრირებულ ფსიქოთერაპიის 26 აკრედიტებული ორგანიზაცია, მათ შორის ერთი საქართველოში - მენტალური ჯანმრთელობისა და იტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია.
ბეჭდვა