ფსიქოთერაპიის სამართლებრივი და ეთიკური საფუძვლები

ფსიქოთერაპევტთა ეთიკის კოდექსი Ethical Principles of Psychotherapy
მიღებულია ვენაში, ივლისი 2002

თარგმანი მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის მიერ.


პ რ ე ა მ ბ უ ლ ა:

1.ფსიქოთერაპევტები პატივს სცემენ ინდივიდის ღირსებას და ღირებულებას და იბრძვიან მისი უფლებების დაცვისთვის;
2.ფსიქოთერაპევტები ხელს უწყობენ ადამიანის ქცევისა და საკუთარი თავის შესახებ ცოდნის გაღმავებას და იყენებენ ამ ცოდნას ადამიანთა კეთილდღეობისთვის;
3.ფსიქოთერაპევტები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა დაიცვან ყველა იმ ადამიანის და მათთან კონტაქტში მყოფი პირების (თუკი ეს არ მოდის კლიენტის საჭიროებასთან წინააღმდეგობაში) კეთილდღეობა, ვინც მათ მიმართავს დახმარებისთვის, ანდაც შესაძლოა გახდეს პოტენციური პაციენტი;
4.ფსიქოთერაპევტები პატივს სცემენ თავისი და მომიჯნავე პროფესიის სხვა წარმომადგენლებს, თანამშრომლობენ მასალის, ცოდნის, გამოცდილების, ინფორმაციის გაცვლის საკითხებში, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება კლიენტის ინტერესებს.
ისინი იყენებენ თავის უნარ-ჩვევებს მხოლოდ იმ მიზნებისთვის, რომლებიც შეესაბამებიან ამ ღირებულებებს და ეწინააღმდეგებიან სხვების მიერ ამ ღირებულებების ბოროტად გამოყენებას. მოითხოვენ რა თავისუფლებას კვლევასა და კომუნიკაციაში, ფსიქოთერაპევტები იღებენ ამ თავისუფლებით დაკისრებულ პასუხისმგებლობას, რაც მოიცავს კომპეტენტურობას, ობიექტურობას უნარ-ჩვევების გამოყენებას კლიენტის, კოლეგის, სტუდენტის, კვლევის სუბიექტის, საზოგადოების წევრის ინტერესებზე ზრუნვას. მიყვება რა ამ იდეალებს ფსიქოთერაპევტი ეთანხმება დეტალურ ეთიკურ პრინციპებს შემდეგ სფეროებში:
I. პასუხისმგებლობა;
II. კომპეტენტურობა;
III. მორალური და იურიდიული სტანდარტები;
IV. კონფიდენციალურობა;
V. კლიენტის კეთილდღეობა;
VI. პროფესიული დამოკიდებულებები;
VII. საჯარო განცხადებები;
VIII.შეფასების ტექნიკები;
IX. კვლევითი საქმინობა.
ფსიქოთერაპევტები ურთიერთთანამშრომლობენ თავის პროფესიულ, ნაციონალურ და ევროპულ ორგანიზაციებთან, ასოციაციებთან, ასევე ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციასთან შემდეგნაირად: სრულად და სწრაფად რეაგირებენ იმ შეკითხვებსა და მოთხოვნებზე, რომლებიც დაწესებულია იმ ასოციაციებისა და ორგანიზაციების ეთიკური და პროფესიონალური კომიტეტების მიერ, რომელთაც ეს ფსიქოთერაპევტები მიეკუთვნებიან. ფსიქოთერაპევტს ევროპული სერთიფიკატი ავალდებულებს მკაცრად მიყვეს ყველა ამ პრინციპს.

პრინციპი I. პასუხისმგებლობა ზოგადი პრინციპი: სერვისის განხორციელებისას ფსიქოთერაპევტები ინარჩუნებენ უმაღლეს პროფესიულ სტანდარტებს. ისინი იღებენ პასუხისმგებლობას საკუთარი ქმედებების შედეგებზე და ყველა ღონეს ხმარობენ, რათა დარწმუნდნენ საკუთარი მომსახურეობის ადექვატურ გამოყენებაში.
პრინციპი II. კომპეტენტურობა ძირითადი პრინციპი: ფსიქოთერაპევტები იღებენ ვალდებულებას იყვნენ კომპეტენტურნი, აღიარებენ საკუთარი ტექნიკების საზღვრებს (სარგებლობენ პრაქტიკაში მხოლოდ იმ ტექნიკებს, რომელთა გამოყენებისთვისაც მიიღეს სათანადო ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება). იმ სფეროებში, სადაც აღიარებული სტანდარტები ჯერ კიდევ არ არის, საჭიროა მივმართოთ ყველა ღონეს რათა დაცული იქნას კლიენტთა კეთილდღეობა. ფსიქოთერაპევტები უნდა იყვნენ თანამედროვე მეცნიერეული მიღწევების საქმის კურსში, რომელშიც ისინი მოღვაწეობენ.
პრინციპი I I I. მორალური და სამართლებრივი ნორმები ძირითადი პრინციპი: ფსიქოთერაპევტებისთვის, ისევე როგორც ყველა სხვა მოქალაქისთვის, ქცევის მორალური და ეთიკური სტანდარტების დაცვა პირადი საქმეა, იმ გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როდესაც ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს პროფესიონალური საქმიანობის შესრულებას ან შეამციროს საზოგადოების ნდობა ფსიქოთერაპევტებისადმი და ფსიქოთერაპიის პროცესისადმი. ამიტომ, ფსიქთერაპევტი თავისი ქცევისას მგრძნობიარე უნდა იყოს ქცევის საზოგადოებრივი ნორმებისადმი, ასევე, უნდა გააცნობიეროს, რომ მისმა ქცევამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს კოლეგების მიერ პროფესიონალური სამუშაოს შესრულებაზე.
პრინციპი IV. კონფიდენციალურობა ძირითადი პრინციპი: ფსიქოთერაპევტების უპირველეს მოვალეობას წარმოადგენს კონფიდენციალურობის დაცვა ინფორმაციის მიმართ, რომელიც მათ მიიღეს ადამიანებზე ფსიქოთერაპიის პროცესისას. ამ ინფორმაციის სხვებისთვის მიწოდება შეიძლება მხოლოდ კლიენტის (ან მისი კანონიერი წარმომადგენლის) თანხმობით, გარდა იმ გამონაკლისი გარემოებისას, რომლის დროსაც ინფორმაციის დამალვას აშკარად შეუძლია საშიშროებამდე მიიყვანოს კლიენტი ან სხვა ადამიანები. ფსიქოთერაპევტებმა უნდა შეატყობინონ თავინათ კლიენტებს კონფიდენციალურობის იურიდიული ფარგლების შესახებ. სხვა ადამიანისთვის ინფორმაციის შეტყობინებაზე თანხმობა, როგორც წესი, იმ პირიდან, რომელსაც ეს ინფორმაცია ეხება, უნდა იყოს მიღებული წერილობითი ფორმით. პრინციპი

პრინციპი V. კლიენტის კეთილდღეობა ძირითადი პრინციპი: ფსიქოთერაპევტები უნდა იცავდნენ და აფასებდნენ იმ ადამიანების და ჯგუფების კეთილდღეობასა და ხელშეუხებლობას, რომლებთანაც ისინი მუშაობენ. თუ წარმოიქმნება ინტერესთა კონფლიქტი კლიენტებსა და ორგანიაციებს შორის, რომელშიც ფსიქოთერაპევტები მუშაობენ, ფსიქოთერაპევტებმა უნდა ახსნან თავისი ლოიალობისა და პასუხისმგებლობის ბუნება და მიმართულება და ყველა მხარე შეიყვანონ თავისი ვალდებულებების საქმის კურსში. ფსიქოთერაპევტებმა უნდა მიაწოდონ კლიენტებს სრული ინფორმაცია ყველა შემფასებელი, სამკურნალო, საგანმანათლებლო ან სატრენინგო პროცედურების მიზნებისა და ბუნების შესახებ და ღიად დაუდასტურონ, რომ კლიენტებს, სტუდენტებს, პრაქტიკანტებს ან კვლევის მონაწილეებს აქვთ თავისუფალი არჩევანი და შეუძლიათ უარი თქვან მათზე. აიძული ადამიანი მიიღოს მონაწილეობა ან გააგრძელოს მომსახურეობის გამოყენება არაეთიკურია.

პრინციპი VI. პროფესიული დამოკიდებულებები ძირითადი პრინციპი: ფსიქოთერაპევტები პატივისცემით უნდა ეპყრობოდნენ კოლეგების (ფსიქოთერაპევტები, ფსიქოლგები, ექიმები და სხვ.) ვალდებულებებს და სპეციალური ცოდნების მოპოვების საჭიროებებს. ისინი პატივს უნდა სცემდნენ იმ ორგანიზაციების ვალდებულებებსა და პრეროგატივებს, რომლებშიც ეს სპეციალისტები მოღვაწეობენ.
პრინციპი VII. საჭირო განცხადებები ძირითადი პრინციპი: საჯარო განცხადება, რეკლამა, ინფორმაცია მომსახურეობისა და ფსიქოთერაპევტის აქტივობის შესახებ ემსახურება იმას, რომ საზოგადოებამ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. ფსიქოთერაპევტები ზედმიწევნით და ობიექტურად წარმოადგენენ ინფორმაციას ინსტიტუტების ან ორგანიზაციების შესახებ, რომლებთანაც ისინი ან მათი განცხადებები ასოცირდებიან. პროფესიონალური მოსაზრებების, ხელმისაწვდომი ტექნიკების, პროდუქტების, სერვისების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გაკეთების დროს ფსიქოთერაპევტების განცხადებები ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ ტექნიკებსა და სწავლებებს.
პრინციპი VIII. შეფასების ტექნიკები ძირითადი პრინციპი: ფსიქოთერაპიული ან ფსიქოლოგიური შეფასების ტექნიკების შექმნის, პუბლიკაციისა და გამოყენების დროს, ფსიქოთერაპევტებმა უნდა იხმარონ ყველა ღონე კლიენტების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და იმოქმედონ მათი ინტერესების შესაბამისად. მათ უნდა დაიცვან შეფასების შედეგები არასწორი გამოყენებისგან. ისინი ვალდებულნი არიან პატივი სცენ კლიენტის უფლებას იცოდეს შედეგები, ინტერპრეტაცია და დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველი. ფსიქოთერაპევტებმა ტესტებისა და შეფასების სხვა ტექნიკების დასაცავად უნდა მიმართონ ყველა ღონეს კანონით მინიჭებულ ფარგლებში. ისინი უნდა იბრძოდნენ სხვების მიერ შეფასების ტექნიკების სათანადო გამოყენების უზრუნველსაყოფად.
პრინციპი IX: კვლევითი საქმიანობა ძირითადი პრინციპი: კვლევის ჩატარების გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს ცალკეული ფსიქოთერაპევტის ყოველმხრივ განსჯას თუ რომელი საუკეთესო გზით არის შესაძლებელი წვლილის შეტანა მეცნიერებასა და საზოგადოების კეთილდღეობაში. მიიღებს რა გადაწყვეტილებას კვლევის ჩატარების შესახებ, ფსიქოთერაპევტმა უნდა განიხილოს ალტერნატიული მიმართულებები, რომლებზეც შესაძლებელი იქნებოდა კვლევის ენერგიისა და რესურსების მიმართვა. ამ ანალიზზე დაყრდნობით ფსიქოთერაპევტმა უნდა დაიწყოს კვლევა მასში მონაწილე ადამიანების პატივისცემით, მათ ღირსებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვით. ის უნდა მისდევდეს კვლევის ჩატარების მარეგულირებელ პროფესიულ სტანდარტებს, რომლის მონაწილეებიც არიან ადამიანები.

გაეცანი ევროპულ სტანდარტს და იყავი დაცული არაეთიკური პრაქტიკისგან!
ბეჭდვა